ჩვენ ვართ პეპსიკო!
პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შექმენი საკუთარი პროფესიული კარიერა პეპსიკოში!
არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე ორგანიზაციული გაყიდვების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
მოკლე აღწერა:
ორგანიზაციული გაყიდვები - ამ მიმართულების დანიშნულება საკმაოდ მრავალფეროვანია: ბაზრის ანალიზი, პროდუქციაზე ფასების დადგენა, კლიენტებთან მუშაობის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, სავაჭრო მარკეტინგის აქციების შემუშავებაში მონაწილეობა, კლიენტებთან ურთიერთობა
რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:
** სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა გაყიდვების, სავაჭრო მარკეტინგის, ფინანსებისა და ლოგისტიკის გუნდებთან ერთად
** ბაზრის ანალიზი, ასორტიმენტის მატრიცებისა და პრომო-ღონისძიებების შემუშავება
** კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა
** ჩატარებული პრომო-აქციების ეფექტურობის ანალიზი და მათი გაუმჯობესების მიზნით საკუთარი იდეების შეთავაზება
პროგრამის დასრულების შემდეგ:
** გაიგებ როგორ იგეგმება და ხორციელდება გაყიდვების გაზრდისათვის საჭირო პროგრამები
** მიიღებ გამოცდილებას მოლაპარაკებების წარმართვაში
** ისწავლი პროდუქციის ასორტიმენტის მართვასა და დიდი მოცულობის ინფორმაციის ანალიზს
** შეისწავლი პროდუქციაზე ფასების ფორმირების პროცესებს
** გაეცნობი კლიენტთა შემოსავლიანობის მართვის ძირითად პრინციპებს
ვის ვეძებთ:
** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** უცხო ენების ფლობა: რუსული თავისუფლად, ინგლისური B1+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა
დაინტერესდი?
გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ PepsiCo GO Programs, გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
გისურვებთ წარმატებებს!