სტაჟირების პროგრამა - აგრონომის ასისტენტი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    სტაჟირების პროგრამა - აგრონომის ასისტენტი
  • კომპანია:

    აგრო სოლუშენსი
  • დან:   29 Apr

     

    მდე: 29 May

აგრო-საკონსულტაციო და მენეჯმენტ კომპანია "აგრო სოლუშენს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას (არასრულ განაკვეთზე) - აგრონომის ასისტენტის პოზიციაზე, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოების მიმართულებით.

კომპანია პროფესიონალურ დახმარებას უწევს არსებულ აგრო-ბიზნესებსა და სტარტაპებს, სწორად დაგეგმონ და წარმართონ თავიანთი აგრო ბიზნესი.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის და მიმდინარე პროექტების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://as.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

მთავარი აგრონომის დახმარებითა და ზედამხედველობით:

** ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მონიტორინგის წარმოება ველზე
** მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების გამოვლენა
** პრევენციული აგროღონისძიებების დაგეგმვა და რეკომენდაციების გაწევა
** აგროტექნოლოგიური რუკების შედგენა
** მცენარეთა ძირითადი ელემენტებით გამოკვების საჭირო დოზების დადგენა
** მცენარეთა დაცვისთვის საჭირო პესტიციდების დადგენა და დოზირება
** წერილობითი სახით რეკომენდაციების გაცემა და ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება აგრონომიის მიმართულებით (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Office (Word, Excel, Power Point)

პროფესიული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** აქტიური და მოტივირებული
** სწრაფი ათვისების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი/რეგიონები
სამუშაო განაკვეთი: არასრული

განცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა 2021 წლის 28 მაისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@as.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - აგრონომის ასისტენტი.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე http://www.as.ge

გისურვებთ წარმატებას!

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა