წარმოების კონსულტანტი

გამოქვეყნდა: 16 ივნისი
  • დასახელება:

    წარმოების კონსულტანტი
  • მომწოდებელი :

    SPAR Georgia
  • ბოლო ვადა:

    30 ივნისი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500–ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:

https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს წარმოების ხაზის კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)

სამუშაო განაკვეთი: სრული (დღის ცვლა)

 

მოვალეობები:

 

** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;

** მიღებული პროდუქციის აწონვა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერების გრინით გადაკვრა, ფასმაჩვენებლების დადება და სარეალიზაციოდ გამზადება;

** ვადების კონტროლი;

** დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;

** მომხმარებლის მომსახურება:

  • პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთის მიღება;
  • არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მიღებული შეკვეთის გამზადება (აწონვა, გრინით გადაკვრა, ფასის დაკვრა);
  • მომხმარებლისთვის მიწოდება;

** სამუშაო ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;

** სამუშაო ადგილის და დახლ-მაცივრის დასუფთავება;

** სამუშაო დღის ბოლოს:

  • ფასმაჩვენებლების გასწორება;
  • ვადების კონტროლი;
  • სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა.

** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

 

მოთხოვნები:

 

  ** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;

** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;

 

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს,  განვითარების შესაძლებლობას.

სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „წარმოების ხაზის კონსულტანტი“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 7 დღის ვადაში.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 


ვაკანსიებისა და ფრილანსერების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა