ფინანსური კონტროლის მენეჯერი

გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
  • დასახელება:

    ფინანსური კონტროლის მენეჯერი
  • მომწოდებელი :

    ნიკორა ტრეიდი
  • ბოლო ვადა:

    31 მაისი

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის  "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.
** ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი.
** ხარჯების ანალიზისა და კონტროლის ეფექტური სისტემების ინიცირება/დანერგვა.
** ხარჯების ოპტიმიზაციის გზების ძიება.
** აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა.
** მსგავს მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** სისხარტე და აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - shsoselia@nikoratrade.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის  დასახელება -"ფინანსური კონტროლის მენეჯერი".


profile image

ნიკორა ტრეიდი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა