სოციალური მედიის მენეჯერი

გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
  • დასახელება:

    სოციალური მედიის მენეჯერი
  • მომწოდებელი :

    ნიკორა ტრეიდი
  • ბოლო ვადა:

    31 მაისი

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
** ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
** ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, YouTube);
** სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** Google AdWords-სა და Facebook Ads-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikoratrade.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ CV-სთან ერთად გამოგვიგზავნოთ ის Facebook გვერდები, რომლებსაც მართავთ ან მართავდით.

"ნიკორას" გუნდი გისურვებთ წარმატებას!


profile image

ნიკორა ტრეიდი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა