სერვისის კონსულტანტი/ბარისტა

გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი
  • დასახელება:

    სერვისის კონსულტანტი/ბარისტა
  • მომწოდებელი :

    დანკინ დონატსი
  • ბოლო ვადა:

    31 მაისი

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ დონატსი"-ს განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "დანკინ დონატსი"-ს კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "დანკინ დონატსი"-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.dd.ge/

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი/ბარისტა

რატომ დანქინ დონატსი?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
** ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას!
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმრებელთან ურთიერთობაში
** ჩვენთან ღიმილი მთავარია უნიფრომის ნაწილია!
** ერთად უკეთესია და "ერთად" ვგულისმობთ "შენთან ერთად"!

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 60%-მდე ფასდაკლება კვებაზე
** სტაბილურ შემოსავალს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას

ვაკანსიის ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list და აირჩიეთ შესაბამისი ვაკანსია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31.05.2019


profile image

დანკინ დონატსი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა