მძღოლი-ექსპედიტორი

გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი
  • დასახელება:

    მძღოლი-ექსპედიტორი
  • მომწოდებელი :

    ნიკორა ტრეიდი
  • ბოლო ვადა:

    06 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

 

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 3000-ს გადააჭარბა. 

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო საათები: მცოცავი 8 საათიანი გრაფიკი, კვირაში 1 დღე დასვენება

 

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქტით მომარაგება
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა.
** სატვირთო ავტომობილის მართვა 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C-კატეგორიის მართვის მოწმობა
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: anketa@nikoratrade.ge არაუგვიანეს 2019 წლის 6 ივნისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მძღოლი ექსპედიტორი.

ნიკორას გუნდი გისურვებთ წარმატებას!


profile image

ნიკორა ტრეიდი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა