კონსულტანტი და მოლარე

გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
  • დასახელება:

    კონსულტანტი და მოლარე
  • მომწოდებელი :

    ზღაპარი
  • ბოლო ვადა:

    31 ივლისი

მაღაზიათა ქსელი ,,ზღაპარი’’ გამოირჩევა აქტიური, პოზიტიურად განწყობილი, მეგობრული გუნდით.

ყველაზე კარგი სახელფასო პოლიტიკით კონკურენტულ ბაზარზე და რაც მთავარია, ყოველთვიური კარგი საბონუსე დანამატებით.

ჩვენი მეგობრული გუნდი გელის შენც, შემოგვიერთდი, კონსულტანტისა და მოლარის პოზიციაზე , ჩვენთან ასაკი შეუზღუდავია, 

ვაკანსიები ცხადდება როგორც აქტიურ , ისე სარეზერვო პოზიციებზე.

კონსულტანტი:

ფუნქცია-მოვალეობები:

· მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.

· მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.

·კუთვნილ სექციაში პროდუქციის მარაგების შევსებაზე ზრუნვა.

·სავაჭრო სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

მოთხოვნები:

· ასაკი-შეუზღუდავი

· გამოცდილება-არ მოეთხოვება

· დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

· სამუშაო გრაფიკი-ორცვლიანი 08:00-16:00 და 16:00-24:00 (ასევე შესაძლოა მოხდეს სამუშაო 8 საათიანი გრაფიკის ინდივიდუალური შეთანხმება ობიექტის მიხედვით)

·დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

· ანაზღაურება:

პირველი თვე 280-300 (დამოკიდებულია სამუშაო დროზე) ფიქსირებული ხელფასი+დანამატი ბონუსის სახით. მეორე თვე და შემდგომ 350-400 (დამოკიდებულია სამუშაო დროზე) ფიქსირებული ხელფასი+დანამატი ბონუსის სახით.

 

მოლარე:

ფუნქცია-მოვალეობები:

· სალარო ოპერაციების წარმოება(მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება

·სალაროსთან განლაგებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა

·სალაროსთან არსებულ სავაჭრო დახლზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.

·საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრების დახმარება.

მოთხოვნები:

·ასაკი-18 წლიდან.

· გამოცდილება-სასურველია

· დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

·სამუშაო გრაფიკი-ორცვლიანი 08:00-16:00 და 16:00-24:00  (ასევე შესაძლოა მოხდეს სამუშაო 8 საათიანი გრაფიკის ინდივიდუალური შეთანხმება ობიექტის მიხედვით)

·დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

· ანაზღაურება:

პირველი თვე 320 (დამოკიდებულია სამუშაო დროზე) ფიქსირებული ხელფასი+დანამატი ბონუსის სახით. მეორე თვე და შემდგომ 400 (დამოკიდებულია სამუშაო დროზე) ფიქსირებული ხელფასი+დანამატი ბონუსის სახით.

 

თუ , დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით და გაქვს რეზიუმე, ან შეგიძლია მოგვაწოდო წერილობითი ინფორმაცია შენს შესახებ, მოგვწერე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge

ასევე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ვებ გვერდის საშუალებით http://zgapari.ge/career/

თუ სივი არ გაქვს, დაგვირეკე /მოგვწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება: 568 67 77 30.

და თუ ჩვენი მაღაზია შენს სახლთანაა, შეგიძლია მოხვიდე და ადგილზე შეავსო განაცხადი, ჩვენ დაგირეკავთ შენ!!!.

 

გაითვალისწინეთ !!! თქვენი მონაცემების/ რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,მოლარე“ ან ,,კონსულტანტი“ და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. სანდრო ეულის 5) თუ არ გაქვთ შერჩეული მიუთითეთ სიტყვა ,,ნებისმიერი“   სამუშაო ადგილს


ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა