თურქული ენის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
  • დასახელება:

    თურქული ენის სპეციალისტი
  • მომწოდებელი :

    MITARGMNE.GE
  • ბოლო ვადა:

    08 ივნისი

მთარგმნელობით კომპანია MITARGMNE.GE-ის ესაჭიროება თურქული ენის სპეციალისტი, რომელიც იმუშავებს ქართულიდან-თურქულ და თურქულიდან-ქართულად სათარგმნ ტექსტებზე. სასურველია მთარგმნელს შეეძლოს ნებისმიერი სირთულისა და თემატიკის ტექსტების თარგმნა, თუმცა მისაღებია ვიწრო თემატიკების (მაგ. იურიდიული, ტექნიკური, ფინანსური თემატიკის ტექსტებზე და ა.შ.) მთარგმნელებთანაც თანამშრომლობა. თანამშრომლობა მიმდინარეობს დისტანციურად. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც ენის ფლობისა და/ან სფეროში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეები გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@mitargmne.ge , გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში. ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შემთხვევაში დაგვიკავშირდით იმავე ელექტრონულ ფოსტაზე.

 

გისურვებთ წარმატებას!


ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა