დისტრიბუტორი

გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი
  • დასახელება:

    დისტრიბუტორი
  • მომწოდებელი :

    ნიკორა ტრეიდი
  • ბოლო ვადა:

    15 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 167 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ყოველივე ეს კი არის შედეგი იმისა, რომ კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებულია თავის სფეროში, რასაც ასევე ხაზს უსვამს დასაქმებულთა მაღალი კოეფიციენტი, რომელმაც ბოლო მონაცემებით 2700-ს გადააჭარბა. 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikoraholding.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე ფოთში.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა (B და C კატეგორია)
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დისტრიბუტორი".

გისურვებთ წარმატებას!


profile image

ნიკორა ტრეიდი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა