ბისკვიტის მცხობელი

გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი
  • დასახელება:

    ბისკვიტის მცხობელი
  • მომწოდებელი :

    მადარტ
  • ბოლო ვადა:

    15 ივნისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს ბისკვიტის მცხობელის/ჩამკრემავის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში ხუთი დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბისკვიტის მომზადება;
** ტორტის აწყობა; 
** ტორტის ჩაკრემვა;

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარები: 

** კარგი მგრძნობელობის რეცეპტორები;
** თვალზომა;
** მოძრაობის კოორდინაცია;
** პასუხისმგებლობა;
** სიზუსტე;
** ფიზიკური ამტანობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე. 

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!


ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა