მონტაჟების დაგეგმვის მენეჯერი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    მონტაჟების დაგეგმვის მენეჯერი
  • კომპანია:

    Alta
  • დან:   23 Apr

     

    მდე: 23 May

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მონტაჟების დაგეგმვის მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მონტაჟების შეკვეთებზე ინფორმაციის მოძიების მიზნით შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან საკომუნიკაციო სისტემების ჩამოყალიბება
** არსებული საკომუნიკაციო სისტემების პერიოდული გადახედა და საჭიროებისამებრ მათი განვითარება/დახვეწა
** არსებული საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მონტაჟების მოთხოვნაზე ინფორმაციის დროული შეგროვება
** მონტაჟების ეფექტური დაგეგმარება და მათი კატეგორიებად გადანაწილება
** წუნდებულ პროდუქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის დროული შეგროვება და დემონტაჟის დაგეგმვა
** წუნდებული პროდუქტების სერვის ცენტრებში გადამისამართება და პროცესის მონიტორინგი
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთან სამონტაჟო სამუშაოების დროების შეთანხმება
** მონტაჟისთვის/დემონტაჟისთვის გუნდის ტრანსპორტირების მონიტორინგი, დაგვიანების შემთხვევაში კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება
** მომხმარებლებთან უკუკავშირი და შესაბამისი ინფორმაციის ბაზაში ასახვა
** მომხმარებლებისგან უკმაყოფილების შემთხვევაში პრობლემების გარკვევა და შესაბამისი ზომების მიღება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების დახმარებით
** სხვა ფუნქციები, რომლის შესრულებაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულისთვის დასახული მიზნისა და ამოცანების მისაღწევად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2021 წლის 15 მაისამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ ტესტი.

, თბილისი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიო... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა