მოლარე-კონსულტანტი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    მოლარე-კონსულტანტი
  • კომპანია:

    Carrefour Georgia
  • დან:   23 Apr

     

    მდე: 23 May

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში მოლარე/კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება (როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში);
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

მოთხოვნები:

მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com ან გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1qd6R7jMa3-Cl112l_K6Gy31O67UrwQV9oQ14919zDeA/edit

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე/კონსულტანტი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

, თბილისი

Carrefour ჯგუფი, რომელშიც დასაქმებულია 475,000 ადამიანი, მსოფლიოს 7 ყველაზე მსხვილ კერძო დამქირავებელთა რიცხვშია. კომპანია ბიზნესს აწარმოებს 33 ქვეყანაში განლაგებულ 15,937 მაღაზიაში, და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კერძო დამქირავებელ კომპანიას... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა