მოლარე-კონსულტანტი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    მოლარე-კონსულტანტი
  • კომპანია:

    2 ნაბიჯი
  • დან:   23 Apr

     

    მდე: 23 May

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, "ორი ნაბიჯის" მაღაზიები.

ჩვენი უპირატესობებია:

** ერთადერთი მაღაზიათა ქსელი, სადაც დარბაზის დანაკლისები არ ექვითებათ თანამშრომლებს!
** ყველაზე ხანმოკლე სტაჟირება, რომელიც ანაზღაურდება პირველივე დღიდან!
** მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში - აწონილი და დაფასოებული პროდუქცია (გარდა ხილ-ბოსტნეულის);
** დაწინაურების ყველაზე მარტივი და სწრაფი შესაძლებლობა;
** საბონუსე და მზარდი კომპენსაციის სისტემები;
** აღიარების და წახალისების პროგრამები;
** მოქნილი გრაფიკი;
** ყველაზე მეგობრული და შეკრული გუნდი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება, განლაგება;
** თაროების მოწესრიგების და სისუფთავის უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

** შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/
** გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი
** დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 122 079.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

, თბილისი

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა