შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე ზუგდიდის სერვისცენტრში.
ანაზრაურება: 550 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; (დასაქმების შემთხვევაში უნდა აიღოს ა კატეგორიის მართვის მოწმობა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.