კონსულტანტი, სტაჟიორი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    კონსულტანტი, სტაჟიორი
  • კომპანია:

    ციტადელი
  • დან:   23 Apr

     

    მდე: 23 May

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას თავის მაღაზიათა ქსელში კონსულტანტისა და სტაჟიორის პოზიციებზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com

1. კონსულტანტი:

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული მომხმარებლების პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქციის შეთავაზება;
** საცალო გაყიდვის განხორციელება;
** გუნდური გაყიდვების გეგმის შესასრულებლად დამატებით აქტივობებში ჩართვა;
** მაღაზიის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;

2. სტაჟიორი:

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის თანამშრომლების ხელშეწყობა, გაყიდვების განხორციელებისა და საოპერაციო საქმიანობის პერიოდში;
** სამშენებლო პროდუქციის, გაყიდვების ტექნიკის შესწავლა;
** მომხმარებლის მომსახურება, გაყიდვის განხორციელება გაყიდვების მენეჯერის უშუალო ზედამხედველობით;

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** გუნდური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის ქუჩა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 01 მაისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა