კონსულტანტი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    კონსულტანტი
  • კომპანია:

    სუფთა სახლი
  • დან:   22 Apr

     

    მდე: 22 May

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს ფილიალებში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული;

ბენეფიტები:

** ანაზღაურებადი სტაჟირება პირველივე დღიდან;
** კარიერული წინსვლა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** ყოველთვიური ბონუსები;
** პრიზები თვის საუკეთესო თანამშრომლებისთვის;

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი:

1. დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 591 45 45 95 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე.
2. Facebook გვერდის საშუალებით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში https://www.facebook.com/suftasakhli/app/137541772984354/
3. გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@clean-house.ge
4. შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა "სუფთა სახლის" ნებისმიერ ფილიალში.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

, თბილისი

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 170 ფილიალით."სუფთა სახლი" მომხ... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა