კატეგორიის მენეჯერი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    კატეგორიის მენეჯერი
  • კომპანია:

    ლიდერ-ფუდი
  • დან:   27 Apr

     

    მდე: 27 May

კომპანია „ლიდერ-ფუდი“-ის სუპერმარკეტების ქსელი  აცხადებს ვაკანსიას  კატეგორიის მენეჯერი ვაკანტურ პოზიციებზე.


სამუშაო დრო: სრული
სამუშაო ადგილი (ქალაქი, მისამართი): მცხეთა, სამხედროს ქ.73

მოვალეობები:

** კომპანიებთან მოლაპარაკებები;
** კომპანიებთან ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება;
** ფასდაკლების სისტემის გამართვა: მაქსიმალურად, საუკეთესო პირობების გამორთმევა კომპლექსური მიდგომით: მაქსიმალური ფასდაკლება პრაისის ფასიდან პლუს მარკეტინგული ხელშეკრულებების გაფორმება. (ამ შემთხვევაში მარკეტინგული ხელშეკრულება არის ქეშბექი- კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ჩატარებისა და პოზიციონირების საფუძვლით გაფორმებული);
** ასორტიმენტის შერჩევა ჯგუფებისა და საფასო სეგმენტების მიხედვით მიკუთვნებულ კატეგორიებში;
** ალტერნატიული კომპანიების და ალტერნატიული პროდუქციის კომერციულად მომგებიანობის საკითხი: პროდუქციის ბრენდ ცნობადობიდან და სარეალიზაციო ფასებიდან გამომდინარე;
** ახალი მომწოდებლის საქონლის პრაისის მიღების შემთხვევაში ფაილის გამზადება პროგრამაში შესაქმნელად და ბაზის ადმინისტრატორისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უკვე არსებული ასორტიმენტიდან კარგად რეალიზებადი პროდუქციის მარკეტებში შეტანის ორგანიზება, საფასო ჯგუფის გააქტიურება, ყველა სტრუქტურული ერთეული ინფორმირება აღნიშნულის შესახებ;
** ფასთაცვლილების ბაზის ადმინისტრატორისთვის გადაცემა ბაზაში ასახვისთვის, საბოლოო ფასთაცვლილების განხორციელების მიზნით;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@lider-food.ge და სათაურის ველში - "Subject" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "კატეგორიის მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა