ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი
  • კომპანია:

    კრედო ბანკი - Credo Bank
  • დან:   23 Apr

     

    მდე: 23 May

"კრედო" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

პოზიციის მიზანი: ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი პასუხისმგებელია სათავო ოფისის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სამუშაოს აღწერილობა:

** ოფისში არსებულ ვითარებაზე კონტროლი უსაფრთხოების კუთხით;
** საშვთა სისტემის კონტროლი;
** მატერიალური-ტექნიკური ბაზის დაცვა;
** ოფისის შიდა განაწესის დაცვა და მონიტორინგი;
** სტუმრების/მსმენელების ოფისში დაშვების აღრიცხვა და კონტროლი;
** შესაბამისი ზომების მიღება ტექნიკური ავარიებისა და ხანძრის შემთხვევაში;
** საგანგაშო სიტუაციებში საევაკუციო გეგმის მიხედვით თანამშრომელთა ევაკუაციის კონტროლი;
** ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის პერიოდულად დათვალიერება;
** სამეთვალყურეო სისტემების (შენობის პერიმეტრის და სართულების ვიდეომეთვალყურეობა) კონტროლი;
** ოფისში საშვთა სისტემის გვერდის ავლით შეღწევის მცდელობისას, ასევე კრიტიკული შემთხვევების დროს შესაბამისი რეაგირება;
** კონფლიქტური სიტუაციების გამწვავების პროგნოზირება და შესაბამისი რეაგირება;
** სათაოს/კამპუსის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკურ საშუალებაზე კონტროლი და სისტემის პერიოდულად ტესტირება;
** ოფისში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის იდენტიფიცირება და მასზე სწრაფი რეაგირება;
** ოფისის გაღება-დახურვის კონტროლი;
** სიგნალიზაციაზე ობიექტის აყვანის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან სპეციალური განათლება;
** ფიზიკური დაცვის ოფიცრად მუშაობის გამოცდილება;
** უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** გუნდურად მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

გამოაგზავნე შენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge
და წერილის სათაურში მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება.

, თბილისი

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 9 რეგიონში. ბანკის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. "კრედო ბანკი" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრ... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა