ფინანსური ანალიტიკოსი

გააგზავნე CV
  • დასახელება:

    ფინანსური ანალიტიკოსი
  • კომპანია:

    გასტრონომი
  • დან:   24 Apr

     

    მდე: 24 May

დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

https://www.facebook.com/GastronomeGeorgia

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი;
** ფილიალების მომგებიანობის ანალიზი;
** გაყიდვების ანალიზზე დაყრდნობით რეგულარული რეპორტების წარმოება პროდუქტების ფასების, მარჟების, გაყიდვების და სხვა კრიტერიუმებთან დაკავშირებით
** საოპერაციო ხარჯების კონტროლი;
** სტრატეგიული პროექტების მომგებიანობის კალკულაცია;
** ყოველთვიური/ყოველკვირეული ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
** გაყიდვების პროგნოზირების ხელშეწყობა;
** ჩეკების მოცულობის და საშუალო ჩეკის მუდმივი კონტროლი მაღაზიების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების, მათემატიკის, ფინანსების, სტატისტიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია საცალო ვაჭრობის და სადისტრიბუციო სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიზის უნარი;
** დამუშავებული მონაცემების მარტივად და ლოგიკურად ახსნის უნარი მენეჯმენტისთვის.

ანაზღაურება: 1700-2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 05 მაისი 2021.

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა