ელექტრო-ინჟინერი

Job is expired
  • დასახელება:

    ელექტრო-ინჟინერი
  • კომპანია:

    არქი - Archi
  • დან:   23 Apr

     

    მდე: 10 May

კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 27 დასრულებულ პროექტს და 22 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ინჟინრის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები იქნება:

** საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია, საქართველოში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** საჭიროების მიხედვით შესაბამისი საპროექტო ცვლილებების განხორციელება;
** კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან შეთავაზებული სამონტაჟო მასალა-დანადგარების ტექნიკური პარამეტრების საპროექტო დოკუმენტაციასთან თავსებადობის შესწავლა-დასკვნის მომზადება;
** მიმდინარე სამონტაჟო-სამუშაოების პერიოდული მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინრის კვალიფიკაციით
** ელექტრო მომარაგებისა და სუსტი დენების პროექტირების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php და გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით.

შერჩევის პროცესი მოიცავს გასაუბრებასა და ტესტირებას.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

, თბილისი

"არქი" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს მშენებლობის მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე, იყენებს მხოლოდ ენერგოეფექტურ მასალებს. კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარისხს, შეთავაზებული პირობებისა და ჩაბარების ვადების დაცვას."არქი" საქართველოს... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა