აკადემიური თანამდებობები

გააგზავნე CV

ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობებზე (ასოცირებული პროფესორი - 2), (ასისტენტ-პროფესორი - 2);

მიმართულებები:

პოლიტიკის ანალიზი, მონიტორინგი და შეფასება - (ასოცირებული პროფესორი - 2)
რეგულირების გავლენის ანალიზი (RIA) - ასისტენტ-პროფესორი - 2)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორი:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი, წერილობითი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორი:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი, წერილობითი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** ავტობიოგრაფია (CV)
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

საბუთების მიღება 2021 წლის 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით; კანდიდატებთან გასაუბრება 27 მაისი.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@gipa.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 599 17 67 17

, თბილისი

"საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (GIPA) 1994 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.უნივერსიტეტი ახორციელებს სწავლების სამივე საფეხურს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და სერტი... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა