• 5 ტოქსიკური აზრი_133.jpg

    5 ტოქსიკური აზრი, რომელიც ჩვენს დნმ-ს აზიანებს და ამოკლებს ჩვენი კარიერის ხანგრძლივობას

    ახალგაზრდობის ელექსირს ვერ იპოვით სხვადასხვა დამამშვიდებელ აბებსა თუ კოსმეტიკურ ქირურგიაში. ის თქვენს ფიქრებში უნდა ეძიოთ. სამსახურით გამოწვეული სტრესი დროზე ადრე აბერებს ადამიანს. დამქანცველი ცხოვრების წესი, თქვენ მიერ სტრესის აღქმა და მასთან გასამკლავებლად შემუშავებული ინდივიდუალური გზები, ერთიანობაში თქვენს ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს უჯრედების დონეზე. სწორედ ეს ცვლილებები ხდება მიზეზი ნაადრევი დაბერების, ფიზიკური და სულიერი ძალების გამოცლისა და უდროო გარდაცვალების. თქვენი გონებისა და სხეულის უფრო ახალგაზრდულად ან უფრო ხანდაზმულად წარმოჩენა, ვიდრე ეს სინამდვილეშია, დამოკიდებულია იმ გზაზე, რომელსაც ირჩევთ სტრესთან გამკლავებისთვის. თქვენი სხეულის მიერ ნატვირთი სტრესის შედეგი აისახება თქვენს სახეზე მიმიკური ნაოჭებისა და ხაზების სახით, რომლებიც ნათლად ჩანს სარკეში ჩახედვისას. წარბებს შორის არსებული ღრმა ნაპრალები ან შუბლზე წარმოქმნილი ჰორიზონტალური ხაზები ვითარდება სახის კუნთების მოძრაობის შედეგად. მათ მიმიკური ნაოჭები ეწოდება და ნიშანია იმისა, რომ  თქვენი სხეული სტრესშია. 

    ნეირომეცნიერება ზიანის მიღმა 

    ნობელის პრიზიორმა მეცნიერმა ელიზაბეთ ბლექბარნმა და ფსიქოლოგმა ელისა ეფელმა გამოიკვლიეს დესტრუქციული ფიქრები რაც აზარალებს თქვენს ტელომერებს - დამცავ ფრაგმენტებს რომლებიც მოთავსებულნი არიან ქრომოსომების ბოლოს, მეთვალყურეობენ რამდენს ჭამთ, რამდენ ხანს გძინავთ და ვარჯიშობთ.

    თავიანთ წიგნში „ტელომერის ეფექტი: რევოლუციური მიდგომა იცხოვროთ უფრო ახალგაზრდად, ჯანმრთელად და დიდხანს“ ბლექბურნი და ეფელი ხსნიან რომ ტელომერები განსაზღვრავენ რამდენად სწრაფად ბერდება უჯრედი და რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. როცა ტელომერები ძალიან მოკლდება, ისინი წყვეტენ გაყოფას და უჯრედები ბერდებიან. დამოკლებასთან დაკავშირებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ტელომერები ასევე გრძელდებიან, რაც ანელებს დაბერების პროცესს, გაძლევთ უფრო გრძელი კარიერის ტრაექტორიას. ზოგიერთი ფაქტორი რომელიც განსაზღვრავს ტელომერების დაბერებას და თავიდან იცილებს ნაადრევ დაბერებას უჯრედულ დონეზე არის ჯანსაღი კვება, გენეტიკა, როგორ რეაგირებთ სტრესზე, საკმარისი ძილი და რეგულარული ვარჯიში. მაგრამ ამ ფაქტორების გარდა მეცნიერებმა გამოავლინეს 5 ტოქსიკური ფიქრის მოდელი რასაც მივყავართ უფრო მოკლე ტელომერებამდე, ნაადრევ დაბერებამდე და შემცირებულ კარიერულ

    ტრაექტორიამდე. 

    1.„ცინიკური მტრობა“ - მდუღარე სიბრაზე ან ხშირი ფიქრი რომ სხვების ნდობა არ შეიძლება, რომ ისინი წარმატებას არ იმსახურებენ ან შური და ზიზღი მათი მიღწეული თითოეული ნაბიჯისადმი. ხალხი, რომლებიც მაღალი ცინიკური მტრობით გამოირჩევიან  აქვთ უფრო მოკლე ტელომერები და უფრო მიდრეკილნი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებისკენ, მეტაბოლური დაავადებისკენ და ადრეულ ასაკში სიკვდილისკენ.

    2. პესიმიზმი- ცხოვრების უარყოფით მხარეებზე დაკვირვების ტენდენცია-წარმოქმნის

    მოკლე ტელომერებს (მცირე ფრაგმენტები, არსებული ადამიანის გენეტიკურ მასალაში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაბერების პროცესზე). ეს ემყარება კვლევის ხანგრძლივ სფეროს, რომელიც აჩვენებს, რომ პესიმისტები უფრო ადრე იღუპებიან, ვიდრე ოპტიმისტები და ვერ ახერხებენ კარიერულ წინსვლას ისე შორს და სწრაფად, როგორც მათი ოპტიმისტური ჯგუფები.  

    3. ორჭოფობა- აღვივებს შფოთვებს თქვენს გონებაში ისევ და ისევ(მეორდება), თან ისე თითქოს თქვენს საკუთარ შფოთვაზე ფიქრობდეთ. თუ თქვენ ორჭოფობთ, სტრესი რჩება თქვენს სხეულში დიდი ხნით მისი გამომწვევი მიზეზის გაქრობის შემდეგაც, ხორციელდება გულისცემის მომატება, არტერიული წნევის გახანგრძლივება და კორტიზოლის დონის მომატება. ლაბორატორიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ადამიანები, ვინც ორჭოფობს, აქვთ მეტი დეპრესია და შფოთვა, რაც უკავშირდება ხანმოკლე ტელომერებს და პროგრესულ დაბერებას. 

    4. აზროვნების ჩახშობა- არასასურველი აზრებისა და გრძნობების განდევნის ტენდენცია. უარყოფითი აზრებისა და გრძნობების თავიდან არიდება ან ჩახშობა, რაც დაკავშირებულია ხანმოკლე ტელომერებთან. 

    5. მოხეტიალე გონება - ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანის გონება დროის 47 %-ს ფიქრებში ხეტიალს უთმობს და როდესაც თქვენ, თქვენსავე ფიქრებში იკარგებით, ამის საფასურსაც იხდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც თქვენი გონება ფიქრებში ერთი საგნიდან მეორეზე მონაცვლეობს, მაგალითად, ღელავთ გადაუხდელი გადასახადებისა თუ დაუსრულებელი პროექტის გამო, უფრო მშფოთვარე და დათრგუნული ხართ, ვიდრე მაშინ, როცა არ წყდებით რეალობას და მოქმედებთ პრინციპით - “აქ და ახლა”. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მეთიუ ქილინგსვორსმა და დენიელ გილბერტმა აღმოაჩინეს, რომ მაშინ უფრო ბედნიერი ხართ , როდესაც ნაცვლად ფიქრისა და არარეალური სურვილებისა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვაგვარად, მაგალითად, რა მიირთვით საუზმეზე ან რა “უნდა” მიგერთვათ, კონცენტრირდებით კონკრეტულ საქმეზე, იქნება ეს დამატებითი სამუშაო საათები, სახლის მტვერსასრუტით გაწმენდვა თუ საცობში ყოფნა. ფიქრებში გონების უსაზღვრო ხეტიალი გთრგუნავთ, აჩქარებს დაბერების პროცესს და ასევე, ხელს გიშლით შესაძლებლობების სრულად განხორციელებაში.



    მასალის გამოყენების პირობები

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა