• როგორ შევიცვალოთ კარიერა_316.jpg

    როგორ შევიცვალოთ კარიერა ისე, რომ არ დავკარგოთ საკუთარი თავი და გონება

    ცვლილება საშინელებაა და კარიერის ცვლილება განსაკუთრებით რთულია ბევრისთვის, ამან შეიძლება გაგრძნობინოს თითქოს თავი გიფეთქდებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განსაკუთრებით  ახლა, როდესაც ვართ პანდემიის შუაგულში, დასაქმების ლანდშაფტი დღითიდღე იცვლება. 

    ჩვენ წარმოგიდგენთ  რამოდენიმე ძირითად რჩევას, თუ მზად ხარ საბოლოოდ კარიერის ცვლილებისათვის. 

    მხოლოდ გამოკლვლევა არ არის საკმარისი.

    წლების განმავლობაში ფიქრობდით, თუ როგორ შეგეცვალათ კარიერა. ამოტომაც, ყოველდღე მცირეოდენს იკვლევთ ინტერნეტში. შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გაიაროთ ონლაინ კურსი სახელწოდებით „როგორ შევცვალოთ კარიერა წარმატებით“. გადის რამდენიმე თვე, როცა თქვენ აწყდებით პოდკასტს, რომელიც ორიენტირებულია კარიერის გარდამავლობაზე, რომლის მოსმენასაც იწყებთ ყოველდღე სამსახურამდე. გეცნობათ? კვლევის ჩატარება დიდებულია, მაგრამ კვლევა, რომელსაც თან ახლავს ქმედება მიგიყვანთ A წერტილიდან B წერტილამდე. ამიტომაც, გამოიკვლიეთ ახალი ვარიანტები, გააკეთეთ ინფორმაციული ინტერვიუები, და შეადგინეთ სამოქმედო გეგმა მოკლე და გრძელვადიანი მიზნებით.

    არ გააკეთოთ ვარაუდები.

    ერთი მარტივი შეცდომა არის ის,რომ ივარაუდო ვადები კარიერის შეცვლისთვის. შესაძლოა მიმდინარე კორონავირუსის პანდემიამ ახლიდან დაგაფიქროს პრიორიტეტებზე. ან შესაძლოა მან გახსნას ახალი შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ.

    შეხედეთ ნიღბების მწარმოებელ ინდუსტრიას. მოთხოვნების ზრდამ მარაგი შეამცირა იმ დონემდე, რომ ნიღბის დამამზადებელი მეწარმეები გაჩნდნენ ყველგან. მაგალითად, სამკერვალოზე დაფუძნებულმა მეორადი საჩუქრების შესაფუთმა კომპანიამ ,,ტიკკი“-მ წარმოადგინა თავისი კომპანია და მთელი მისი ქსოვილის ინვენტარი გადაამისამართა ნიღბების დამზადებაზე. თუ შენ მოძებნი ,,სახის ნიღაბს“  ნებისმიერ ელ.კომერციის საიტზე ,შენმიიღებ,სულ მცირე 500,000 შედეგს.

    სხვა ბიზნესები ყვავიან(მდიდრდებიან) პანდემიის განმავლობაში,მათ შორის პურის საცხობი, ყავის გამოწერის და ფიტნესის აღჭურვილობის კომპანიები და სხვა. 

    ნუ გავიჭედებით იმაზე თუ „როგორ“

    წლების განმავლობაში ოცნებობდით დასრულებულ კარიერაზე. პირველი, რა შეკითხვაც უნდა დაისვას, არის „რა“. მაშინ, როდესაც თქვენ გადაწყვეტთ, თუ რისი გაკეთება გსურთ, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ორიენტირდეთ, გეგმის განსაზღვრებაზე, თუ როგორ მიხვიდეთ იქამდე. ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ გაჩერებულია „როგორ“ – ზე, რომელიც, პარალიზებით ან წრეზე სიარულით სრულდება. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი ვნება არის ქსოვა, მაგრამ ვერ ხვდებით, თუ როგორ შეიძლება აქციოთ ეს შემოსავლად. თითქმის ყველაფერი შეიძლება იქცეს შემოსავლად. ამისთვის მხოლოდ საჭიროა, რომ იფიქროთ კრეატიულად და გზა გაუხსნათ თქვენს გონებას შესაძლებლობებისკენ. თქვენ შეგიძლიათ ონლაინ გაყიდოთ ნაქსოვი ნივთები, ასევე გაყიდოთ ქსოვის ნიმუშები და დიზაინები, შექმნათ ქსოვის შესასწავლი კურსი, წამოიწყოთ თქვენი ბლოგი – ეს სია უსასრულოა.

    ამიტომაც არ შეჩერდეთ „როგორ“ – ზე და პირველ რიგში ფოკუსირდით „რა“ – ზე.

    რატომ?

    რატომ გსურთ შეცვალოთ კარიერა? ამის მიზეზი მხოლოდ ის არის რომ თქვენ არ გაწინაურებენ ან გძულთ თქვენი მენეჯერი? აღნიშნული, შესაძლებელია, არ იყოს საკმარისი მიზეზი დიდი ცვლილებისთვის. თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ მიმართულება ვინაიდან, თქვენი კარიერია აღარ შეესაბამება თქვენს ღირებულებებს, მაშინ სწორ გზაზე მიდიხართ. თქვენი „რატომ“ არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან იგი მხარდამჭერი იქნება მთელი მოგზაურობის განმავლობაში. ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს დარდი და მღლევარება, მაგრამ ეს არ ხდება ერთ ღამეში. თუმცა, როდესაც მეორე მხარეს გადადიხართ და საკუთარ თავს აღმოაჩენთ უფრო მხიარულსა და სავსეს ხვდებით, რომ ყველაფერი ღირდა.

    მიიღეთ მხარდაჭერა

    არ ჩათვალოთ, რომ ყველაფერი მარტომ უნდა გააკეთოთ. შეკრიბეთ თქვენი ,,მხარდამჭერთა გუნდი.“ როდესაც გადაწყვეტთ კარიერის შეცვლას, დახმარება სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, ოჯახსა და იქნებ მწვრთნელს ან მენტორს. ასე იფიქრეთ - კარიერის შეცვლა არის ექსპედიცია და არა ყოველდღიური მოგზაურობა. თქვენ დაგჭირდებათ სანდო ხალხი რათა ჯუნგლებში უსაფრთხო მოგზაურობითვის მიმართულება მოგცენ და დაეყრდნოთ მათ.

    გააკეთეთ სხვადასხვა ტესტი

    კვლევა და ინფორმაციული ინტერვიუები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, თქვენ დანამდვილებით არასდროს გეცოდინებათ თუ რამდენად სწორია თქვენი კარიერული გზა მანამ სანამ რეალურად არ სცდით. ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს, მათ შორის:

    ფრინალსერობა

    მოხალისეობა

    დამატებითი სამუშაო

    სამსახური არასრული განაკვეთით

    აჩვენოთ ვინმეს (თუ არსებობს ვინმეს თქვენს სამუშაო ადგილზე, ვინც აკეთებს იმას რისი გაკეთებაც გსურთ, ეს მარტივია) თქვენი ახალი კარიერის საცდელი მართვის საშუალებით, უკეთესად შეძლებთ იმის გამორკვევას თუ რამდენად შეესაბამება ის თქვენ მიერ წარმოდგენილს. როგორც ერთხელთ სეთ გოდინმა თქვა, მსოფლიომ გაამარტივა გახდე შესანიშნავი.

    გაბედავ დათანხმდე ნაკლებს?



    მასალის გამოყენების პირობები

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა