• გამოთვალეთ სტრესის ასაკი_830.jpg

    გამოთვალეთ სტრესის ასაკი

    თქვენ იცით თქვენი წლოვანება, მაგრამ იცით კი თქვენი სტრესის ასაკი?! გაიარეთ მოცემული ტესტი, რათა მიიღოთ თქვენი სტრესის წლოვანების მოკლე მონახაზი. 

    უპასუხეთ “კი” ან “არა” მოცემულ შეკითხვებს და ნახეთ, როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ მას.


    1.ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც სიტუაციის გაკონტროლება არ შეგიძლიათ?

    2.თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომაზე, რეაგირებთ უფრო პოზიტიურად ვიდრე ნეგატიურად?

    3.შეგიძლიათ ნეგატიური ფიქრებისა და გრძნობების აღიარება და მიღება?

    4.უფრო აწმყოთი ცხოვრობთ, ვიდრე მომავალით?

    5.თქვენი მომავლისადმი დამოკიდებულება, ძირითადად, პოზიტიურია?

    6.ახდენ კონცენტრაციას იმაზე თუ რას აკეთებ ამ მომენტში ?

    7.აქცევ ყურადღებას არასასურველ დარდსა და შიშებს?

    8.გაუტაცებიხარ თუ არა ოცნებას ხანდახან ?

    9.გჯერა თუ არა იმის, რომ უმეტესწილად შეგიძლია მიენდო სხვებს?

    10.შეგიძლია თუ არა შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც საქმე ისე არ მიდის როგორც შენ გინდა?

    11.ძნელია შენთვის დაინახო შესაძლებლობა რთულ სიტუაციაში?

    12.ხშირად იხსენებ წარსულის დარდებს შენს გონებაში?

    13.გიჭირს თუ არა თავის დაღწევა ფიქრებში ხეტიალისგან, მაშინ როდესაც ცდილობ სამუშაოზე ორიენტირებას?

    14.ხშირად გიჩნდება სურვილი რომ სხვაგან იყო ,როდესაც ჩართული ხარ საქმეში?

    15.ღელავ როდესაც საჭესთან ხარ, როცა იძინებ ან სხვებს ესაუბრები?

    16.ცდილობ ძალდატანებით თავიდან მოიშორო უსიამოვნო ფიქრები და გრძნობები?

    17.გახასიათებს თუ არა ფეთქებადობა მაშინ, როცა ადამიანები შენს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ?

    18.გჯერა თუ არა იმის, რომ რასაც ცუდად წასვლა უწერია ის ნამდვილად ცუდად წავა?

    19.გჯერა, რომ უცხო ხალხს არ შეიძლება ენდო?

    20. ცდილობ თუ არა თავიდან აირიდო ან გადადო ნეგატიური ფიქრები ან დარდები?


    სტრესის ასაკი გაძლევს მოკლე აღწერას სტრესისა და კორტიზოლის ნაზავის შესახებ, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს შენს ჯამრთელობაზე ან გაკლებდეს სიცოცხლის წლებს.

    იმისთვის ,რომ გამოთვალო შენი სტრესის ასაკი, უნდა დაიწყო შენი ნამდვილი ასაკიდან , შემდეგ 1-დან 10 შეკითხვის ჩათვლით გამოაკლო ერთ წელი ყოველ «დიახ» პასუხზე და დაუმატო ერთი წელი ყოველ «არა“-ზე. 11 დან 20 შეკითხვამდე კი უნდა გამოაკლო ერთი წელი ყოველ «არა“-ზე და დაუმატო ერთი წელი ყოველ «დიახ»-ზე . მიღებული შედეგი არის შენი სტრესის ასაკი. 

    შეამცირე სტრესი და შეინარჩუნე ახალგაზრდობა.  თქვენი სტრესის ასაკი გაძლევთ მინიატურულ მინახაზს იმისა ახალგაზრდაა თუ ასაკოვანი თქვენი ქრონონოლიგიური ასაკი. ჩანდე ასაკოვნად ვიდრე რეალურად ხარ ეს გვიჩვენებს თუ რამდენად შეუძლია სტრესს და კორტიკოლურ წვენებს გავლენა მოახდინოს თავენს ჯანმრთელობაზე წლების შემდეგ. მაგრამ თქვენ ნება არ უნდა დართოთ თქვენს უარყოგითს, რომ მოგიცვათ მან.

    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვიზის შედეგები რომ ხელი შეუწყოთ უჯრედების ჯანსაღ განახლებას, შეანელოთ ასაკობრივი პროცესი და ისიამოვნოთ გრძელი, პროდუქტიული კარიერით. გადახედეთ კითხვებს, სადაც თქვენ დაკარგეთ წლები და ფოკუსირება მოახდინეთ სპეციფიკური ფიქრების ცვლილებებზე, რომლებიც იწვევს სტრესს და ხელს გიშლით შექმნათ კარიერი,რომელიც გსურთ.

    დამტებით, რომ იცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების სტილით ( თქვენი რეჟიმი, საკმარისი ძილი, ჯანსაღი პროდუქტებით კვება) მკვლევარები განმარტავენ, რომ გონება და აზროვნება აუმჯობესებს სტრესის გამძლეობას. თქვენ შეგიძლიათ მიჰყვეთ ნეირომეცნიერების რჩევას - ყურადღება გაამახვილოთ თქვენი გონების გამოყენების 5 საშუალებაზე და დაიბრუნოთ წლები თქვენ ცხოვრებასა და კარიერაში.

    აზროვნებაგანსაზღვრავს რამდენად დიდი სტრესი გაქვთ და აკეთებს განსხვავებას თუ რაგავლენას ახდენს ის თქვენს ასაკზე და რა კვალს ტოვებს თქვენს კარიერაზე.

    ისწავლეთ საკუთარი ბრაზისა და სიძულვილის რეგულირება და დაკვირვება. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ხომ არ ეყრდნობით ნაადრევ დასკვნებსა და ცრუ მოტივებს და მათ მიაწერთ სხვების ქმედებებს.

    ყურადღება მიაქციეთ რამდენად ხშირად აძაგებთ ადამიანებს, სიტუაციებს საკუთარ თავზე იღებთ ან თქვენს თავს მსხვერპლის როლში აყენებთ, რეაქცია გაქვთ რიგით მოვლენებზე. როდესაც თქვენ უფრო ოპტიმისტურ შეხედულებებს გამოიმუშავებთ, ამით ხელს შეუწყობთ სტრესის გამძლეობას. დაბრკოლების დროს პოზიტიური ასპექტების დანახვაან სირთულეების შემთხვევაში შესაძლებლობების აღმოჩენა გაძლევთ იმის საშუალება,რომ გაიაქტიუროთ ტელომერაზა და გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა და თქვენი კარიერის ტრაექტორიაც კი.

    ფოკუსირება აწმყოზე, იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ იმაზე, რაც უკვე მოხდა (წარსულში) ან იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს (მომავალში) - რომელთაგან არცერთი არ შეგიძლიათ შეცვალოთ — დაგეხმარებათ სტრესის დონის დაბალი მაჩვენებლის, თქვენი საქმის ეფექტიანობის და ბედნიერი ცხოვრების შენარჩუნებაში. იმის ნაცვლად, რომ თავი აარიდოთ ნეგატიურ ან უსიამოვნო ფიქრებს, ეცადოთ იყოთ სიტუაციის მოწმე ზედმეტი რეაგირების გარეშე, ცნობიერი მედიტაციისა და არსებულ მომენტზე ფოკუსირების საშულებით. თქვენ შეგიძლიან უსიამოვნო ფიქრებს დააკვირდეთ მშვიდად, შემეცნებით, ცნობისმოყვარეობით, ისევე როგორც აკვირდებით ლაქას თქვენს ხელზე და ხშირ შემთხვევაში ნეგატიური ფიქრები იფანტებიან. როდესაც ინარჩუნებთ ცნობიერებას მოცემულ მომენტში, გონება გაძლევთ მოდუნებისა და თქვენს საქმეში ჩაღრმავების საშუალებას. გეძლევათ საშუალება იყოთ ყურადღებით და მზადყოფნაში, იფიქროთ პროდუქტიულად, აქტიურად და მშივიდად.

    აწმყოზე ორიენტირებული გონება ხელს შეუწყობს ტელომერაზას გააქტიურებას, ახალგაზრდობის, ბედნიერი კარიერის გახანგრძლივებას და შენარჩუნებას.

    ეს კითხვარი მხოლოდ მოკლე მიმოხილვაა იმ ფიქრებისა, რამაც შეიძლება აამაღლოს თქვენი სტრესის დონე. ეს არ არის კლინიკურად ზუსტი და არ ემსახურება თქვენი ტელომერაზას გამოყოფის გაზომვას.



    მასალის გამოყენების პირობები

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა