UX/UI დიზაინერი

Job is expired
  • დასახელება:

    UX/UI დიზაინერი
  • კომპანია:

    ლივინგსტონი
  • დან:   26 Apr

     

    მდე: 22 May

კრეატიული ციფრული კომპანია "ლივინგსტონის" მობაილ თიმში
ვეძებთ გულანთებულ, შრომისმოყვარე, შემოქმედებით და ენერგიულ
UX/UI დიზაინერს.

აღწერა:

ჩვენ ვეძებთ UX/UI დიზაინერს, რომელიც პროფესიონალ გუნდთან ერთად იმუშავებს მაღალი ხარისხის მობილური აპლიკაციების შექმნასა და განვითარებაზე სხვადასხვა სექტორის წამყვანი ქართული და უცხოური კომპანიებისთვის.

** თუ გაქვს Sketch, Adobe XD, Figma, Adobe Illustrator და სხვა მსგავს ინსტრუმენტებით მუშაობის საფუძვლიანი გამოცდილება
** Marvel, InVision, Zeplin ცოდნა
** პროტოტიპების შექმნისა და ანიმაციებთან მუშაობის გამოცდილება
** Human Interface Guidelines-სა და Material Design-ის ცოდნა
** ხარ კრეატიული, დეტალებზე ორიენტირებულია და შეგიძლია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება
** გაქვს UX/UI დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

რას გააკეთებ:

** ინიცირების ეტაპიდანვე ჩაერთვები პროექტის დეველოპმენტის სრულ ციკლში (SDLC)
** შესაძლებლობა გექნება, იმუშავო პროექტის მართვის სხვადასხვა ფრეიმვორკები ფარგლებში (Scrum, Kanban..)
** გექნება მჭიდრო ურთიერთობა პროექტში ჩართულ გუნდის წევრებთან
** გუნდთან ერთად გააანალიზებ პროექტის საჭიროებებს და შეიმუშავებ პრობლემების გადაწყვეტის გზებს
** იფიქრებ მომხამრებელზე ორიენტირებულ, მარტივად აღსაქმელი გადაწყვეტების პოვნაზე
** შექმნი Wireframes, storyboards, user flows და process flows-ს
** პასუხისმგებელი იქნები მობილური აპლიკაციების დიზაინის პროცესსა და შედეგზე პროექტის ინიცირებიდან მის დასრულებამდე

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 ან 11:00-19:00, სურვილის მიხედვით
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ონლაინ რესურსები
** პროფესიული და არაფროფესიული კურსები ლივინგსტონის აკადემიაში
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანით

გთხოვ, მოგვაწოდე შენი რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე hr@leavingstone.com და Subject-ში მიუთითე "UX/UI დიზაინერი". განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პორტფოლიოს.


"ლივინგსტონი" დამოუკიდებელი ციფრული კრეატიული სარეკლამო სააგენტოა, რომელიც თბილისში 2010 წელს დაარსდა. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს შემოქმედებითი კამპანიების შექმნას, ვებ-დიზაინს, ვებ და მობილური აპლიკაციების განვითარებას, ბრენდინგს, სარეკლამო ანალიტ... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა