წარმოების თანამშრომელი

Job is expired
  • დასახელება:

    წარმოების თანამშრომელი
  • კომპანია:

    ნიკორა
  • დან:   27 Apr

     

    მდე: 11 May

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობის ნედლეულის მიღება, მისი წონის განსაზღვრა და პროგრამაში ასახვა;
** შესაბამის დანადგართან მუშაობა და ნედლეულის მომზადება წარმოების შემდგომი ეტაპისთვის;
** მუშაობის პროცესში რეცეპტურის მკაცრად დაცვა;
** სასწორების გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გადადით მითითებულ ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://213.131.50.62:84/vacancy/0x811c0050568a71e611ea2bbad39d3341

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი.


კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლო... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა