სტაჟირების პროგრამა გაყიდვებში ანალიტიკის მიმართულებით

Job is expired
  • დასახელება:

    სტაჟირების პროგრამა გაყიდვებში ანალიტიკის მიმართულებით
  • კომპანია:

    Pepsico
  • დან:   13 May

     

    მდე: 01 Jun

ჩვენ ვართ პეპსიკო!

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე გაყიდვებში ანალიტიკის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

მოკლე აღწერა:

გაყიდვები - ეს არის დეპარტამენტი, რომლის მიზანია გაყიდვების სხვადასხვა არხების განვითარება, ჩვენი პროდუქციის წარმოჩენის გაუმჯობესება, კლიენტებთან ურთიერთ-მომგებიანი ურთიერთობების დამყარება, გუნდის წევრთა ცოდნისა და უნარების განვითარება და შესაბამისად გაყიდვების უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

ერთიანი სისტემის ISales დეტალური შესწავლა და მისი შესაძლებლობების გამოყენება, როგორც გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციის ინსტრუმენტი:

** სავაჭრო წარმომადგენლების მარშრუტებისა და სავაჭრო გუნდების სტრუქტურის წარმართვა
** სავაჭრო წერტილებში შეკვეთების უწყვეტი შეგროვების უზრუნველყოფა
** სამაცივრე დანადგარებისა და მოწყობილობების მოძრაობა და ოპერატიული აღრიცხვა
** სასაწყობე მარაგების მონიტორინგი
** კლიენტთა მომსახურების კონტროლი
** 1С ERP სისტემაში მუშაობის შესწავლა
** აქტიური მონაწილეობა Business Objective მოდულის დანერგვაში

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** გახდები ISales და 1С ERP სისტემებში მუშაობის ექსპერტი
** გაიგებ გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციის უახლესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ
** მიიღებ გამოცდილებას კლიენტთა ბაზებისა და მარშრუტების მართვაში
** გაზრდი შენს წვლილს ISales სისტემის სრულყოფაში დამატებითი მოდულების დანერგვით

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა

დაინტერესდი?

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ PepsiCo GO Programs, გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

გისურვებთ წარმატებებს!

, თბილისი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა