სოციალური მედიის მენეჯერი

Job is expired

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური პლატფორმების მართვისა და კვლევის საბაზისო ცოდნა;
** გამართული, შემოქმედებითი წერის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** მინიმუმ ორი რეკომენდატორის მითითება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელების გვერდის მართვა და ადმინისტრირება, ads manager-ის მართვა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
** კონტენტის შექმნა და მართვა;
** მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება კომპანიის ვებ-გვერდზე.
** კომპანიის სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს " კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

, თბილისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" დაარსდა 2001 წელს. კომპანია წარმოადგენს კახური მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელს, რაც შერწყმულია ღვინის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებთან და წარმატებული მენეჯმენტის მეთოდებთან. კომპანია თანდათანობით ან... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა