Marketing manager

გამოქვეყნდა: 20 მარტი

აერთაშორისო ონლაინ სესხების გამსესხებელი კომპანია ეძებს პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერს (ესპანურენოვანს), ყოველდღიური ოპერაციებისა, პერსონალის ზედამხედველობის ორგანიზებისა და ეფექტურად მართვის მიზნით. პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი უნდა იყოს ორგანიზებული, საიმედო და შედეგებზე ორიენტირებული პროფესიონალი. მას უნდა ჰქონდეთ პრაქტიკული გონება პრობლემების გადასაჭრელად. უნდა შეეძლოს "დიდი სურათის" დანახვა და მენეჯმენტისთვის გაუმჯობესების გზების შეთავაზება. როგორც პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერს, სავალდებულოა, გააჩნდეს კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარებისა და კარგი კომუნიკაციის უნარი. ყოველივე ზემოთ თქმული ემსახურება კომპანიის მიერ დასახული სტრატეგიული ამოცანებისა და მიზნების მიღწევის ხელშეწყობასა და უკეთესი შედეგების მიღწევას. თანამდებობა: ესპანურენოვანი საცალო დაკრედიტების მენეჯერი/ვადაგადაცილების მართვა მდებარეობა: მადრიდი, ესპანეთი სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო დრო: სტანდარტული, 10:00-19:00 სამუშაოს ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საცხოვრებელი ხარჯები ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრა ** დაგეგმილი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნოლოგიური და ა.შ.) განსაზღვრა მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღებად ** პროცესის მონიტორინგი დადგენილი პოლიტიკის, რეგულაციებისა და პროტოკოლის დაცვის კუთხით ** პრობლემური აქტივების მართვისთვის საჭირო პროცესებისა და პროცედურების შემუშავებაზე, დანერგვასა და დაცვაზე ზრუნვა ** პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ სამუშაოზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი (შემოსავლები, ხარჯები, მომსახურების საზომი ერთეულები და ა.შ.) ** მომსახურე პერსონალის მუშაობის ხარისხის მონიტორინგი, გაუმჯობესების გზების დასახვა და შედეგების მიღწევის უზრუნველყოფა ** პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელთა (როგორც არსებული, აგრეთვე ახალი) ტრეინინგით უზრუნველყოფა დაგეგმილი შედეგებისა და სტანდარტების შესანარჩუნებლად ** პროგრამული უზრუნველყოფის შენარჩუნებაზე და გაუმჯობესებაზე ზრუნვა ** პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მუშაობის ხარისხის შეფასება წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტებთან მიმართებაში (შემოსავლების მოცულობა, კატეგორია, გეგმასთან შესაბამისობა, ეფექტურობა და ა.შ.) ** თანამშრომელთა წახალისების სქემების შემუშავება და დანერგვა ** ნებისმიერი სახის წარმოქმნილ პრობლემაზე ოპერატიული რეაგირება მისი დროული და სათანადო გზით მოგვარების კუთხით ** მუშაობა რთული ხასიათის შემთხვევების მოგვარებაზე ** ურთიერთობა გარე კოლექტორ სააგენტოებთან ** სხვადასხვა სახის სისტემატური ანგარიშგებების მომზადება დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულებისთვის და კომპანიის მენეჯმენტისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ** პრობლემური აქტივების მართვის კომპანიაში და/ან საფინანსო (საბანკო, მიკროსაფინანსო და ა. შ.) სისტემაში იგივე სფეროში სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი ** ესპანური ენის ცოდნა (სავალდებულოა მინიმუმ სასაუბრო დონეზე) ** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია) ** ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** ცვლილებებთან სწრაფად და ეფექტურად ადაპტაციის უნარი ** პერსონალის ორგანიზების, მართვისა და ადმინისტრირების უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე ** აქტიური, თვითდაჯერებული, მომთმენი, დეტალებზე და განვითარებაზე ორიენტირებული ** გუნდში ჰარმონიულად მუშაობის უნარი ** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ფლობა (MS Office). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ccloan.ge და ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი". განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.


#თუდასაქმებაგინდა Consectetur adipisicing elit sed do eiusmod tempor incididunt enimadiume minim veniam quis nostrud exercitation ullamco labois niisie ut www.jobforest.com commodo consequat aute irure dolor in
reprehenderit ineu vluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.