დასახელება

გამოქვეყნდა: 19 მარტი
  • დასახელება:

    დასახელება
  • მომწოდებელი :

    Honey5500
  • ბოლო ვადა:

    01 იანვარი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მზარდი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და ვამაყობთ იმით, რომ ის ძლიერი და მეგობრული პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. კომპანია გთავაზობთ კარიერული წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 18 წელი.
  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა(Windows, MS Office and E-mail) (სავალდებულოა)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
  • გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • თვითპრეზენტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალობა. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ლოკაციაზე;
  • სატელეფონო გაყიდვების განხორციელება;
  • მომხმარებელთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
  • საცალო სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება და რეალიზება;
  • არსებული პორტფელის ფარგლებში მომხმარებლების მომსახურება;
  • დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა;
  • ანგარიშების მომზადება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სადაზღვევო აგენტი" (ლათინური შრიფტით). 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას დავუკავშირდებით. 

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" გისურვებთ წარმატებებს!


#თუდასაქმებაგინდა Consectetur adipisicing elit sed do eiusmod tempor incididunt enimadiume minim veniam quis nostrud exercitation ullamco labois niisie ut www.jobforest.com commodo consequat aute irure dolor in
reprehenderit ineu vluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.