სამედიცინო ანდერაიტერი

Job is expired
  • დასახელება:

    სამედიცინო ანდერაიტერი
  • კომპანია:

    უნისონი
  • დან:   26 Apr

     

    მდე: 15 May

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

"უნისონი" პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან - ბანკებთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებთან - და თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის "A" კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან.

"უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას "უნისონი" წარმატებით ახორციელებს პროფესიონალების გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამედიცინო ანდერაიტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პორთფელის ანალიზი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების დანახარჯების შესწავლა ტარიფიკაციის დადგენა
** პოტენციური კორპორატიული კლიენტის დასაზღვევი ჯგუფის შესწავლა, შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევის და პროდუქტის შექმნის მიზნით
** სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით, კონკურენტების ანალოგიური პროდუქტების შესწავლის საფუძველზე და სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება
** სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების მართვა და ორგანიზება, პროვაიდერებთან შესაბამისი სამუშაო სქემების შემუშავება
** სამედიცინო დაზღვევის სახეობაში არსებული რისკ(ებ)ის შეფასება და შესაბამისი ფასწარმოქმნის დადგენა სამედიცინო მოდულების მიხედვით (ამბულატორია, სტაციონარი, ფარმაცია, სტომატოლოგია და ა.შ.)
** სამედიცინო სადაზღვევო სქემების შემუშავება (კორპორაციული, საოჯახო, კოლექტიური, ინდივიდუალური და სხვა ტიპის სამედიცინო დაზღვევისთვის)
** სამედიცინო (მათ შორის უბედური და სიცოსხლის დაზღვევა) დაზღვევის შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების თითოეული სახეობის და ცალკეული პროდუქტის შედგენა და ანალიზი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, უპირატესობად ჩაითვლება დამატებით მაგისტრატურა ბიზნეს ადმინისტრირების და/ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით
** 5 წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში (მმართველ რგოლში)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.


სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 2011 წლის დასაწყისში გამოჩნდა და იგი მთლიანად წარმოდგენილია ქართული კაპიტალით.სადაზღვევო კომპანია "უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სრულ სადაზღვევო პაკეტს, როგორც კორპორატიული, ასევე ფიზიკურ პირე... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა