კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Job is expired
  • დასახელება:

    კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
  • კომპანია:

    ვაბაკო
  • დან:   13 May

     

    მდე: 13 Jun

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პროდუქტების ახალ კლიენტებთან გაყიდვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება და მათთან შეხვედრების ორგანიზება;
** პოტენციური კლიენტებისათვის ჩვენი პროგრამული პროდუქტების შეთავაზება და მათ საჭიროებებში გარკვევა;
** დაინტერესებულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმართვა და მათთვის საინტერესო შეთავაზების ჩამოყალიბება;
** კლიენტებთან საბოლოოდ შეთანხმება შესყიდვის პირობებზე და კონტრაქტის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით;
** კორპორატიული გაყიდვების ან ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამედიცინო სფეროში).

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - 2, 000 - 2, 500 ლარი ხელზე + ბონუსი გაყიდვებიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Corporate Sales Manager.

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა