კლიენტთა მხარდაჭერის გუნდის მენეჯერი

Job is expired
  • დასახელება:

    კლიენტთა მხარდაჭერის გუნდის მენეჯერი
  • კომპანია:

    ვაბაკო
  • დან:   13 May

     

    მდე: 13 Jun

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ კლიენტთა მხარდაჭერის გუნდის მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.

ძირითადი სამუშაო:

** კლიენტების მიერ დაფიქსირებული პრობლემების მყისიერი მოგვარების უზრუნველყოფა;
** კლიენტთა მხარდაჭერის გუნდის გამართული მუშაობის კოორდინაცია;
** კლიენტთან კომუნიკაციის არხების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კლიენტთა მომსახურების გუნდის მუშაობის შესახებ პერიოდული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კლიენტთა მხარდაჭერის გუნდის მართვის მინუმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: 1, 500 - 2, 000 ლარი ხელზე.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Customer Support Team Manager.

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა