ხარჯთაღმრიცხველი

Job is expired
  • დასახელება:

    ხარჯთაღმრიცხველი
  • კომპანია:

    BHP International
  • დან:   13 May

     

    მდე: 13 Jun

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას "BHP International" (Georgia) აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე, სამშენებლო პროექტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება
** ​ხარჯთაღრიცხვებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა
** საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა
** კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური სამსახურის სხვა დავალებების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება
** ფორმა 2-ების და ფორმა 3-ების მომზადების ცოდნა
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების შედგენის წესების ცოდნა
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (+ AutoCad, ArchiCad)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალობა/ორგანიზებულობა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@bhp-int.ge და Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, აღნიშნულის მითითების გარეშე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა