გაყიდვების მენეჯერი

Job is expired
  • დასახელება:

    გაყიდვების მენეჯერი
  • კომპანია:

    სითიქომი
  • დან:   13 May

     

    მდე: 12 Jun

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"სითიქომი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. "სითიქომი"-ს სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაჰყავს. მისი მეშვეობით კორპუსის მაცხოვრებლები მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მისი ხარჯვის მიზნობრიობას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://www.citycom.ge

ჩვენ გთავაზობთ: მოქნილ სამუშაო გრაფიკს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულ ზრდას.

სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი-პარასკევი 19:00-22:00, შაბათი 12:00-20:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტი და პოტენციური კლიენტებისათვის სერვისის შეთავაზება;
** სერვისის შესახებ ინფორმაციის დეტალური ცოდნა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** სერვისის განსაზღვრულ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** აქვთ გაყიდვების/მომხმარებელთან კომუნიკაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება;
** შეუძლიათ ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაცია, ფლობენ რუსულ ან/და ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** აქვთ საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

თუ თქვენ ხართ:

** ენერგიული, კომუნიკაბელური, მიზანდასახული, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული,
** გაქვთ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის, მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი, შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge. სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისთვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 032 2 23 24 25

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა