გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენელი

Job is expired
  • დასახელება:

    გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენელი
  • კომპანია:

    Envirotech
  • დან:   13 May

     

    მდე: 11 Jun

საერთაშორისო კომპანია "Envirotech"-ის ქართული ფილიალი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენლის პოზიციაზე.

Envirotech საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით მივაღწიეთ ამ მიზანს. კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.
ამჟამად, ვეძებთ თანამშრომელს ჩვენი ქოლ-ცენტრის გერმანულენოვანი განყოფილებისათვის, რომლის მთავარი ამოცანაც კომპანიის გერმანულენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და ჩვენი მომსახურებით დაინტერესებაა.

მოთხოვნები:

** გერმანული ენის მაღალი დონე;
** გაყიდვების წარმოების, კომუნიკაციის დამყარებისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
** დროის მართვისა და ორგანიზების უნარები;
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
** სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ ხელფასსა და ბონუსებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საუკეთესო სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს;
** მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს;

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროშივე შედის ერთსაათიანი შესვენება)
საბაზისო ხელფასი: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
ბონუსები: 2500-დან 7000 ლარამდე

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr-envirotech@envirotech.ge და სათაურის ველში ჩაწერეთ "გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენლი".

, თბილისი

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში ორი წელიწადნახევარზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამა... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა