დისტრიბუტორი

Job is expired
  • დასახელება:

    დისტრიბუტორი
  • კომპანია:

    ნიკორა
  • დან:   27 Apr

     

    მდე: 11 May

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების პროდუქციით მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებზე პროდუქციის განლაგების შემოწმება პლანოგრამასთან თანხვედრის მიზნით, მერჩენდაიზინგი;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა და პრისელერის ინფორმირება;
** ყოველი დღის ბოლოს ვადაგასული პროდუქციის აღწერა და საწყობისთვის მიწოდება;
** ობიექტისგან თანხის აღება;
** დღის ბოლოს გარე ქსელის ობიექტებიდან მიღებული თანხის სალაროში შეტანა და ჩეკების /ჩგდ-ს ბუღალტერიისთვის გადაცემა;
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გადადით მითითებულ ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://213.131.50.62:84/vacancy/0x811c0050568a71e611ea36aded4042f5

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი.


კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლო... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა