დარბაზის ადმინისტრატორი

Job is expired
  • დასახელება:

    დარბაზის ადმინისტრატორი
  • კომპანია:

    ზღაპარი
  • დან:   13 May

     

    მდე: 30 May

მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა მომსახურეობის მაღალი ხარისხით, მოტივირებული, შრომისმოყვარე, მეგობრული გუნდით, რომელსაც ქმნიან პროფესიონალი კადრები.

ვაცხადებთ აქტიურ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე - შემოგვიერთდით.

ვაკანსიები აქტიურია შემდეგ ფილიალებში:

** ჯიქია - სანდრო ეულის #5
** ბაგები - წყნეთის გზატკეცილი #37
** ვარკეთილი - მე-3 მასივი, 50-ე კორპუსი.
** დიდი დიღომი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ცვლები (08:00-17:00 და 15:00-24:00)
** ღამის ცვლის დასრულების შემდგომ საცხოვრებლამდე მიყვანას კომპანია უზრუნველყოფს.
** დასვენების დღე: კვირაში ერთი (ურთიერთშეთანხმებით).

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ფასდადება და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი.
** პროდუქციის ინვენტარიზაცია.
** სააქციო პროდუქციის დარბაზში წარმოდგენა.
** თანამშრომლების მერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი მენეჯერის არყოფნის პერიოდში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა.
** სწრაფი აზროვნება.
** გამართული მეტყველება.
** თავაზიანობა.
** მოტივირებულობა.

ვაკანტური პოზიციის მთავარი მიზანი: მომსახურებით კმაყოფილი მომხმარებლის გასტუმრება სავაჭრო დარბაზიდან!

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2020 წლის 30 მაისისა.

მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მაგ.: "დარბაზის ადმინისტრატორი") და სასურველი სამუშაო ადგილი.

"ზღაპრის" გუნდი გისურვებს წარმატებებს, და გელის შენც.

, თბილისი

მაღაზიათა ქსელის "ზღაპარი" უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია, გამორჩეული მომსახურება და დაბალი ფასები.კომპანია დინამიურად ვითარდება. ამ ეტაპზე ის ფლობს 16 მაღაზიას თბილისის მასშ... Read More

  • მსგავსი განცხადებები
    მომწოდებელი
    დან
    მდე
    ადგილი

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა