ლივინგსტონი
ლივინგსტონი
წევრია, Apr 26, 2020
საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად გაიარეთ ავტორიზაცია
ავტორიზაცია

კომპანიის შესახებ

"ლივინგსტონი" დამოუკიდებელი ციფრული კრეატიული სარეკლამო სააგენტოა, რომელიც თბილისში 2010 წელს დაარსდა. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს შემოქმედებითი კამპანიების შექმნას, ვებ-დიზაინს, ვებ და მობილური აპლიკაციების განვითარებას, ბრენდინგს, სარეკლამო ანალიტიკას და სოციალურ მედიას. "ლივინგსტონი" ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო სააგენტოა კავკასიის რეგიონში და 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
"ლივინგსტონი" ემსახურება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზრის ბიზნეს ბრენდებს.

2014 წლის ოქტომბერში, სააგენტო "Google"-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში.

2016 წლის სექტემბერში, "ლივინგსტონი" საუკეთესო ქართულ სააგენტოდ აღიარეს "Ad Black Sea" ფესტივალზე.

2015 წელს, "ლივინგსტონი" პირველი ქართული სარეკლამო სააგენტო გახდა, რომელმაც ბრინჯაოს ლომი დაიმსახურა "ლუდი 34"-ის ქეისის წარდგენით. შემდეგ წელს მან კვლავ ბრინჯაოს ლომი დაიმსახურა "ლუდი ოლდ აირიშ"-ის რეკლამისათვის.

ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა