• 644dc6fc5d6e68c27284a275e779cb76_499.jpg

    16 საინტერესო ფაქტი სამსახურის შესახებ

    თანამშრომლები, რომლებიც უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარი სამუშო მაგიდის დიზაინსა და ნივთების განლაგებას, უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები არიან მუშაობის პროცესში.

    მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანებს შეუძლიათ მუშაობა 80-წლამდე, მაგრამ მათ უნდა იმუშაონ კვირაში მხოლოდ 25 საათი, ოპტიმალური პროდუქტიულობისთვის.

    მუშაობა არ იძლევა სიღარიბისაგან თავის დაღწევის შესაძლებლობას. სიანმდვილეში დასაქამებულთა დაახლოებით 40% არ გამოიმუშავებს საკმარის თანხას სიღარიბის ზღვარს ზემოთ ყოფნისათვის.

    მსოფლიოს მასშტაბით სამუშო კვირა ჩვეულებრივ 40-44 საათს აღწევს, მაგრამ ყველგან არა. საფრანგეთის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა  დაახლოებით 35 საათს შეადგენს. ხოლო ჩრდილოეთ კორეაში შრომით ბანაკებში სამუშო საათი კვირაში 112 საათს აღემატება.

    ძველად მონადირე-შემგროვებლებს უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ დასვენებისთვის, ვიდრე მათ  ვინც ცხოვრობს და მუშაობს  თანამდეროვე კაპიტალურ და აგრარულ საზოგადოებაში.  

    სიტყვა „მუშაობა“ არის პროტო-ინდოევროპული სიტყვიდან  *werg,  რაც “გაკეთებას“ ნიშნავს.

    სიტყვა „დასაქმება“ ლათინური სიტყვისგან  implicare- სგან არის წამორშობილი რაც ნიშნავს „შეფუთვას, ჩართვას, ასოცირებას“

    სიტყვა „ბოსი“ ჰოლანდიური სიტყვისაგან „baas“- იდან არის წარმოშობილი რაც ნიშნავს „ბატონს“

    მთელი სიცოხლის მანძილზე საშუალოდ ადამიანი სამსახურში დაახლოებით 90,000 საათს ატარებს.

    საშუალო ზომის ბორბლიანი ოფისის სკამი წელიწადში დაახლოებით 8 მილს გადის.

    სამუშაო მაგიდაზე ბაქტერიების რაოდენობა დაახლოებით  400-ჯერ მეტია ვიდრე ტუალეტის სკამზე.

    ამერიკაში სამ ყველაზე გავრცელებულ სამუშაოს წარმოადგენს : გამყიდველი, მოლარე,  სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომელი.

    მსოფლიოში ყველაზე  რთულ და საზიზღარ  სამუშაოს კანალიზაციის შეკეთება წარმოადგენს.

    ადამიანები, ვინც ღამე მუშაობენ თითქმის ორჯერ უფრო მეტი უბედური შემთხვევა ემართებათ ვიდრე მათ, ვინც დღისით მუშაობენ.

    დასაქმებული ადამიანი დღეში მინუმუმ 50 წუთს ხარჯავს რაიმე ნივთისა თუ ინფორმაციის მოძიებაში

    ყოველი 1470 რეზიუმედან დამსაქმებელი მხოლოდ ერთ კანდიდატზე  აკეთებს არჩევანს



ვაკანსიებისა და განცხადებების თანამედროვე პლატფორმა საქართველოში, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის. #თუდასაქმებაგინდა